ინიესტა ვარჯიშს დაუბრუნდა
"ბარსელონას" ფეხბურთელები ოთხშაბათს დილით ვარჯიშს დაუბრუნდნენ და "მალაგასთან" მატჩისთვის დაიწყეს მზადება. ვარჯიშზე იმყოფებოდა ინიესტა, რომელმაც "ლევანტესთან" მატჩი გრიპის გამო გამოტოვა. პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშეს "ბარსა ბ"-ს მოთამაშეებმა, სანდრომ და მუნირმა. რაც შეეხება დუგლასს, ის აღდგენით სამუშაოებს ასრულებდა.
აქვე გთავაზობთ მიმდინარე კვირის დარჩენილი დღეების გრაფიკს:
ხუთშაბათი
14:00 - სავარჯიშო სესია "სიუტატ ესპორტივოზე"
პარასკევი
14:15 - სავარჯიშო სესია "სიუტატ ესპორტივოზე"
შაბათი
13:00 - განაცხადის დასახელება
19:00 - "ბარსელონა"-"მალაგა", ლა ლიგის 24-ე ტური
კვირა
14:00 - სავარჯიშო სესია "სიუტატ ესპორტივოზე"
[media=http://www.youtube.com/watch?v=bDnQLK-5wbc]
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]