წინასამატჩო მიმოხილვა: "ბარსელონა" - "ვალენსია"

წინასამატჩო მიმოხილვა: "ბარსელონა" - "ვალენსია"

"ვალენსია" "კამპ ნოუს" ესტუმრება 5 მატჩიანი მოუგებელი სერიის დამთავრების იმედით,  "ბარსელონა" კი სატურნირო ცხრილში სხვაობის გაზრდასა და პირველი ადგილის შენარჩუნებას შეეცდება.

როგორც ჩანს, ფეხბურთელები კლუბისა და ნეიმარის გარშემო წარმოქმნილ ადმინისტრაციულ დრამას უმკლავდებიან, ხოლო ბრაზილიელი მხოლოდ და მხოლოდ დაბრუნებაზე ფიქრობს. ფეხბურთელებმა დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა ტრანსფერთან დაკავშირებული პრობლემები მათ თამაშს არ დაეტყოს.

გუნდების სიახლეები

"ბარსელონა"

ტრავმირებულ ნეიმართან, ჯონათან დოს სანტოსა და ოიერთან ერთად განაცხადში ვერ მოხვდნენ იბრაჰიმ აფელაი, ისააკ კუენკა, კარლეს პუიოლი და მარტინ მონტოია. ბოლო ორი  მხოლოდ ტაქტიკური მიზეზების გამო გამოირიცხა. დაბრუნების შემდეგ აფელაიმ 25 წუთი ითამაშა, მაგრამ მას ამ შეხვედრაში უფრო მომზადებული მოთამაშეები ჩაანაცვლებენ.

ჩავი, სერხიო და ალვესი განაცხადს დაუბრუნდნენ.

ვიქტორ ვალდესი გუნდის კარს დაიცავს. დანი ალვესი და ალბა ფლანგებს დაიკავებენ. მაშერანომ ლა ლიგის ბოლო შეხვედრაში, ბარტრამ კი ესპანეთის თასში ითამაშა, მაგრამ სავარაუდოდ არგენტინელი იქნება პიკეს პარტნიორი, რადგან სწორედ ისინი გახდნენ ძირითადი ცენტრალური მცველები. თუმცა აღსანიშნავია, რომ მაშერანომ "ლევანტეს" წინააღმდეგ რამდენიმე წუთი თავის ორიგინალური პოზიცია დაიკავა და ჩამშლელ ნახევარმცველად ითამაშა, ასე რომ ტატას როტაციის სისტემაში მომდევნო ნაბიჯი, სავარაუდოდ, იქნება განლაგება, რომლის დროსაც სონგი შემტევ ნახევარმცველად მოგვევლინება, არგენტინელი კი ცენტრში დაიკავებს ადგილს, ან ბუსკეტსიც კი შეიძლება მოხვდეს სასტარტო შემადგენლობაში.

ნახევარდაცვაში ბუსკეტსი, ჩავი და ინიესტა შექმნიან ცნობილ ტრიოს.

სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, მარტინო, წესით, სანჩესსა და პედროს აირჩევს ფაბრეგასისა და ტელიოს მაგივრად. ლეო მესი თავდასხმის ცენტრში ითამაშებს და დაპირისპირების მიმდინარეობისა და ანგარიშის მიხედვით, უკან დაიწევს ხოლმე.

გუნდის განაცხადი: ვალდესი, პინტო, პიკე, ფაბრეგასი, ჩავი, პედრო, ინიესტა, ალექსისი, მესი, მაშერანო, ბარტრა, სერხიო, სონგი, ადრიანო, ალბა, ტელიო, დანი ალვესი, სერხი რობერტო.

მოსალოდნელი სასტარტო შემადგენლობა: ვალდესი, ალვესი, პიკე, მაშერანო, ალბა, ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა, ალექსისი, მესი, პედრო.

"ვალენსია"

ხუან ანტონიო პიცის გუნდი პროგრესირებს, მაგრამ გაუმჯობესება ლა ლიგის ბოლო 5 მატჩში არ აისახა. ფრედ ითამაშეს "ატლეტიკოს", "მალაგასა" და "ესპანიოლის" წინააღმდეგ, ხოლო ესპანეთის თასში დამარცხდნენ "სელტასა" და "ატლეტიკოსთან" გასვლაზე.

"ბარსელონას" საპირისპიროდ, მათ იაქტიურეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, რომელიც რამდენიმე საათში დამთავრდება. პოშტიგასა ("ლაციო") და გუარდადოს ("ლევერკუზენი") მოულოდნელი ტრანსფერების გარდა, გუნდი დატოვა დორლან პაბონმა. "ვალენსიას" შეუერთდნენ ვარგასი და ექს-კატალონიელი სეიდუ კეიტა.

კეიტა განაცხადში ვერ მოხვდა, სამაგიეროდ ვარგასს შეეძლება თამაში. არაუხოს საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. "ვალენსიას" ახალგაზრდა შემტევი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია. მათ ასვე შეიძინეს 29 წლის მცველი ფილიპე სენდეროსი.

"ბარსა ბ-ს" ყოფილი ფეხბურთელი ორილ რომეუ "კამპ ნოუზე" ბრუნდება, თუმცა მისი ხილვა ძირითად შემადგენლობაში არ არის მოსალოდნელი, რადგან მან "ატლეტიკოსთან" თასის დაპირისპირება გამოტოვა. პოშტიგას წასვლის გამო, შეტევაში ითამაშებს ჯონასი, ხოლო პაკო ალკასერი და ვარგასი სათადარიგოთა შორის დარჩებიან.

პიციმ პარასკევს განაცხადა: "ჩვენ ვიცით, თუ როგორ თამაშობს "ბარსელონა". ჩვენს სტილს მათი შეტევების ჩასაშლელად გამოვიყენებთ. შემდეგ შევეცდებით, რომ შეხვედრა ჩვენი სურვილების მიხედვით წარვმართოთ."

მოსალოდნელი სასტარტო შემადგენლობა: გუაიტა, ბარაგანი, რიკარდო კოშტა, ჯერემი მატეუ, სოფიანე ფეგული, ხუან ბერნატი, ხავი ფუეგო, პარეგო, მიჩელი, ფედერიკო ნიკოლას კარტაბია, ჯონასი.

მოსალოდნელი შედეგი

"ჩვენ ვუპირისპირდებით ძალიან ძლიერ გუნდს და საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ"- განაცხადა მარტინომ.

ეს სიტყვები "ბლაუგრანას" ნებისმიერ მეტოქეზე შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ მარტინომ ასეთი კომენტარი გააკეთა, რადგან "ვალენსია" მართლაც ძლიერია. მათ ბრძოლისუნარიანობით სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლიათ.

კატალონიელებმა პირველი შეხვედრა "ვალენსიას" წინააღმდეგ დიდი ბრძოლის შედეგად მოიგეს (2-3). 10 საშინაო შეხვედრაში "ბარსას" მიერ მოპოვებული 10 გამარჯვების გარდა, არაფერი გვაძლევს ადვილი შეხვედრის ვარაუდის საბაბს. "ბარსელონას" ფავორიტობის მიუხედავად, "ვალენსია" მატჩს არ გაამარტივებს, თუმცა კატალონიელთა მოგებით გაიზრდება ზეწოლა მადრიდულ გუნდებზე, რომლებიც თავიან შეხვედრებს მოგვიანებით ჩაატარებენ. იმედია, "ბარსელონასა" და მადრიდულ გუნდებს შორის სხვაობა კატალონიელთა სასიკეთოდ გაიზრდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.