„სოსიედადთან“ მატჩის განაცხადში ყველა ჯანმრთელი ფეხბურთელი მოხვდა

„სოსიედადთან“ მატჩის განაცხადში ყველა ჯანმრთელი ფეხბურთელი მოხვდა

ტატა მარტინომ, "სოსიედადთან" გასამართი სათასო დაპირისპირების განაცხადში მის განკარგულებაში მყოფი ყველა ჯანმრთელი ფეხბურთელი შეიყვანა.

განაცხადში მოხვდა ისააკ კუენკა. ასევე დაბრუნდნენ კარლეს პუიოლი, მარტინ მონტოია და იბრაფიმ აფელაი. განაცხადში მხოლოდ ტრავმირებუული ნეიმარი, დოს სანტოსი და ოიერ ოლასაბალი ვერ მოხვდნენ.

"სოსიედადთან" გასამართი მატჩისთვის "ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: ვალდესი, პინტო, მონტოია, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, პედრო, ინიესტა, სანჩესი, მესი, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, სონგი, ალბა, აფელაი, ტელიო, ადრიანო, ალვესი, კუენკა, ს. რობერტო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.