ფაბრეგასი: "ჩემი თავისთვის მხოლოდ საუკეთესო მსურს"

არც ადასტურებს და არც უარყოფს. სესკ ფაბრეგასმა, რომელიც დღესდღეობით "ბარსაში" გადასვლსათან ყველაზე ახლოსაა, გადაწყვიტა დუმილს მიმართოს.
"არავისთან არ მილაპარაკია. არ ვიცი რა ხდება. მე უბრალოდ მინდა, რომ არდადეგებით ვისიამოვნო." - აცხადებს კატალონიელი ნახევარმცველი. როგორც ჩანს, სესკს სანდრო როსელის ხელი ატყვია. "ბარსას" ახალი პრეზიდენტის პოლიტიკის უმთავრესი ჟესტი ხომ დუმილია.
სამშაბათს კატალონიელმა, რომელიც ტორდერაში ბავშვების სანახავად იყო წასული, თავი აარიდა "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობაზე საუბარს და მხოლოდ ეს თქვა: "ამ თემაზე საუბარი ნამდვილად არ მსურს. არაფერი არ ვიცი და რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ ჩემი თავისთვის მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო მსურს." ყოველ შემთხვევაში, ფაბრეგასს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს მისი "ნოუ კამპზე" დაბრუნებასთან დაკავშირებით.
"არცერთ ჩემს სიტყვას არ ვნანობ, რადგან რასაც ვიძახი, ყველაფერი ჩემი გულიდან მოდის, მაგრამ ახლა ყველაფერს სჯობს ნაკლები ვილაპარაკო" - დაასრულა "არსენალის" კაპიტანმა.
წყარო: www.sport.es
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]