დანი ალვესს „პარის სენ ჟერმენში“ გადასვლა სურს

დანი ალვესს „პარის სენ ჟერმენში“ გადასვლა სურს

კატალონიის "ბარსელონასა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 30 წლის მარჯვენა მცველი დანი ალვესი, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის შეცვლას აპირებს, იტყობინება Fichajes.

უახლოეს მომავალში ალვესი კატალონიელების ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს, რათა თავისი მომავალი განიხილოს. ბრაზილიელს აქვს წინადადება "პარის სენ ჟერმენიდან" და იგი იმედვონებს, რომ ამ კლუბში გადავა. დანი ალვესს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მხარეები ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებენ.

მიმდინარე სეზონის ესპანეთის ჩემპიონატში ბრაზილიელმა მცველმა 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და გააკეთა ერთი შედეგიანი გადაცემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.