"ბარსელონა" ხოსე პინტოს შემცვლელის ძიებას იწყებს

"ბარსელონა" ხოსე პინტოს შემცვლელის ძიებას იწყებს

კატალონიის "ბარსელონას" 38 წლის ვეტერანი ნომერი მეორე მეკარე, ხოსე მანუელ პინტო, დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. იტყობინება, El Mundo Deportivo.

როგორც ესპანური გამოცემა იტყობინება, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ უკვე რამოდენიმე მეკარესთან გამართა წინასწარი მოლაპარაკებები და განიხილა დეტალები იმ შემთხვევაში, თუ 38 წლის მეკარე "ბარსელონასთან" არ გაახანგრძლივებს. 

მიმდინარე სეზონში პინტომ ლა ლიგაში 4 შეხვედრა ჩაატარა და ერთ მატჩში კარი მშრალად შეინახა. ვეტერანი ფეხბურთელი "ბარსელონას" რიგებში 2008 წლიდან ირიცხება. აქვე შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდგომ, "ბარსელონას" ვიქტორ ვალდესიც დატოვებს, რომელსაც დიდი ალბათობით გერმანელი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ჩაანაცვლებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.