„კამპ ნოუს“ რეკონსტრუქციის პროექტი
"ბარსელონამ" ახალი დეტალები გაავრცელა "კამპ ნოუს" მომავალ, შესაძლო, პროექტზე. დაგეგმილია, რომ სპორტული ობიექტი გახდება უდიდესი და გრანდიოზული მსოფლიოში. სტადიონის ტევადობა 105 000 მაყურებლამდე გაიზრდება, ღირებულება კი 420 მილიონი ევრო იქნება.
ეს საინფორმაციო კამპანია კლუბის ორგანიზებით განხორციელდა, რათა კლუბის ყველა წევრი გარკვეული იქნეს პროექტის ამოცანებზე, რეფერენდუმის წინ. რეფერენდუმი გაიმართება 2014 წლის 5 ან 6 აპრილს.
ვიცე-პრეზიდენტებმა ხავიერ ფაუსმა და ჟორდი კარდონერმა, ასევე ჟორდი მოიქსმა (სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი) პრეკონფერენციაზე პროექტის ყველა დეტალი განმარტეს.
ყველაზე დიდი სტადიონი მსოფლიოში
ხავიერ ფასუმა, რომელიც "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტია ეკონომიკურ საკითხებში, განაცხადა: "Espai Barça არის და იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული პროექტი ევროპაში და მსოფლიოში. ვერც ერთი ქალაქი ვერ დაიკვეხნის ისეთი პროექტით, როგორიც ჩვენია." იდეა მოიცავ "სტადიონის მშენებლობას 105 000 მაყურებელზე, "პალაუს" 12000 გულშემატკივარზე, დამატებით "პალაუს", ყინულის არენას, სოციალურ და კომერციულ ზონებს, რეაბირიტირებულ "ლა მასიას" და ავტოსადგომს 5 000 მანქანაზე". ფაუსი ამტკიცებს, რომ მსოფლიოს მსგავსი ჯერ არავერი უნახავს.
სტურქტურული გაუმჯობესება
ჟორდი მოიქსმა განმარტა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება სტადიონის ქვედა იარუსზე, ის გახდება უფრო ვერტიკალური და უფრო კომფორტული მაყურებლებისთვის. მეორე იარუსში, მთლიანობაში არაფერი შეიცვლება, თუმცა, რა თქმა უნდა, მცირე კორექტირება მას უფრო კომფორტულს გახდის. ზედა იარუსის მოცულობა გაიზრდება, სტადიონის დასავლეთი ნაწილის გაფართოების გამო.
რეკონსტრუქცია გუნდზე არ იმოქმედებს
ჟორდი მოიქსმა განმარტა, რომ რეკონსტრუქცია განხორციელდება ეტაპობრივად. სამუშაოები დაიწყება 2017 წელს და დასრულდება 2021 წელს, მაგრამ პირველი გუნდი "კამპ ნოუზე" მატჩების ჩატარებას შეძლებს. მოიქსის თქმით, მშენებლობა იქნება ზონალური. გარდა ამისა, ტრიბუნების რეკონსტრუქცია ჩატარდება ზაფხულში, რაც იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივრებს მინიმალური დისკომფორტი შეექმნებათ.
[media=http://www.youtube.com/watch?v=N8q30nseaJs]




ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]