ფერნანდინიომ, შესაძლოა, „ბარსელონასთან“ მატჩი გამოტოვოს
"მანჩესტერ სიტი" კატალონიის "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში, შესაძლოა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩეს.
ბევრი ელოდა, რომ ინგლისის ჩემპიონატის მატჩში "ჩელსის" წინააღმდეგ, ბრაზილიელი ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა, მაგრამ ფერნანდინიო სათადარიგო სკამზეც არ გამოჩენილა. მატჩის დასრულების შემდეგ მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ ფეხბურთელს ტრავმა აქვს და წინასწარი მონაცემებით, ის 3-4 კვირას გამოტოვებს.
თუ ბრაზილიელის დიაგნოზი დადასტურდება, მან უნდა გამოტოვს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ორივე მატჩი. არც ისე დიდი ხნის წინ, "მანჩესტერელებმა" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, სერხიო აგუერო დაკარგეს. "სიტის" ლაზარეთში ასევე იმყოფებიან სამირ ნასრი და ხავი გარსია.
"სიტისა" და "ბარსელონას" შორის პირველი შეხვედრა გაიმართება "ეტიჰადზე" 18 თებერვალს, განმეორებითი მატჩი კი 12 მარტს "კამპ ნოუზე".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]