ალკანტარა: "ბაიერნში" გადასვლით უფრო გავძლიერდი"
მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელმა ნახევარმცველმა განაცხადა, თუ როგორ გაუმჯობესდა მისი თამაში კატალონიის დედაქალაქის დატოვების შემდეგ.
"მიუნხენში გადაბარგების შემდეგ ჩემი სათამაშო სტილი შეიცვალა იმასთან შედარებით, რაც"ბარსელონაში" მქონდა. მიუხედავად ამისა, ამ ტრანსფერმა უფრო ძლიერი ფეხბურთელი გამხადა", - აცხადებს ტიაგო ალკანტარა TZ-სთან მიცემულ ინტერვიუში.
"როდესაც ბავარიელებთან ხელშეკრულება გავაფორმე, ვერ წამომედგინა, რომ ამ კლუბში ყველაფერი ასეთ დონეზე იყო ორგანიზებული. აქ ნამდვილად ბედნიერი ვარ", - დაასრულა "ბლაუგრანას" ყოფილმა მოთამაშემ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, ტიაგომ "ბაიერნის" მაისურით ცხრა მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]