ადრიანო: "ყოველთვის ვოცნებობდი, რომ "ბარსელონაში" მეთამაშა"
"ბარსელონას" მცველმა ადრიანო კორეიამ განაცხადა, რომ დიდი მოლოდინი აქვს, რომ გუნდში დიდ წარმატებას მიაღწევს, იტყობინება ესპანური პრესა. ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ სურს ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც თავის სამშობლოში ტარდება.
"მე ყოველთვის ვოცნებობდი, რომ "ბარსელონაში" მეთამაშა და ჩემი ოცნებაც ახდა. ასე, რომ მე მოხარული ვარ და ფეხბურთისაგან სიამოვნებას ვიღებ. ძალიან მინდა მოვიგო ეროვნული ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, მსურს დავბრუნდე ეროვნულ ნაკრებში და მონაწილეობა მივიღო მუნდიალში". - თქვა ადრიანომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]