წინასამატჩო მიმოხილვა: "ბარსელონა" - "რეალ სოსიედადი"

წინასამატჩო მიმოხილვა: "ბარსელონა" - "რეალ სოსიედადი"

ლა ლიგის წინა სეზონის 4 საუკეთესო გუნდი აგრძელებს ბრძოლას ესპანეთის თასის გათამაშებაში. ყურადღების ცენტრში მოექცევა მადრიდი, სადაც "რეალი" და "ატლეტიკო" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მაგრამ მადრიდული დერბის შემდეგ კატალონიელებისა და ბასკებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება. ბოლოს ბასკებმა ესპანეთის თასის ფინალში 1988 წელს ითამაშეს და "ბარსელონასთან" ანგარიშით 1-0 დამარცხდნენ, თუმცა მათ საამაყო ისტორია აქვთ. ორ გუნდიან რბოლას 2007 წლის შემდეგ პირველად ემუქრება საფრთხე. ისეთი გუნდები, როგორებიცაა "სოსიედადი", "ვალენსია", "ბილბაო" და "ვილიარეალი," მზად არიან ბრძოლისა და ჩემპიონთა ლიგაში ადგილის მოპოვებისთვის.

გუნდების სიახლეები

"ბარსელონა"

როგორც ჩანს, "ბარსელონა" სეზონის უმნიშვნელოვანეს ნაწილში შეცდომებს უშვებს. თებერვალი, რომელიც, ტატა მარტინოს თქმით, უშეცდომო უნდა იყოს, "ვალენსიასთან" გამაღიზიანებელი საშინაო მარცხით დაიწყო, რის გამოც დაიკარგა ლიდერობა, შეწყდა 25 მატჩიანი საშინაო მოგებათა სერია და დამთავრდა ლიდერობის 59 კვირა.

ლა ლიგის ბოლო შეხვედრა ალოგიკური იყო. სატრანსფერო ფანჯრის დროს 5 ძირითადი ფეხბურთელის გაშვების შემდეგ, თავიდან "ვალენსია" შესუსტებული და არაკრეატიული ჩანდა, მაგრამ ბოლოს კატალონიელები აღმოჩნდნენ არაორიგინალურები და უსიცოცხლოები (ამ მომენტის გამოკლებითეს იყო მესიზე დამოკიდებულების შემთხვევა. მან საგოლე გადაცემა და გოლი მიითვალა. "ბარსელონა" პირველ ტაიმში 40 წუთის განმავლობაში დომინირებდა, მაგრამ შემდეგ კატალონიური კრეატიულობა გაქრა. ფაბრეგასი და ჩავი ტელიომ და ინიესტამ შეცვალეს, მაგრამ არაფერი მოხდა. "ბარსელონამ" ცუდად ითამაშა როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, რის გამოც დაისაჯა.

ორ მატჩიან დაპირისპირებაში შეცდომის უფლება არსებობს, მაგრამ ლა ლიგის არცერთ გუნდს არ ეხალისება საპასუხო შეხვედრა ბასკების მხარეში. მარტინო მისდევს როტაციის სისტემას და "ბლაუგრანას" შემადგენლობაში სავარაუდოდ ვიხილავთ სონგს, სერხი რობერტოსა და ტელიოს. ნეიმარი მკურნალობას აგრძელებს.

მოსალოდნელი სასტარტო შემადგენლობა: პინტო, ალვესი, პიკე, ბარტრა, ალბა, სონგი, რობერტო, ინიესტა, ტელიო, მესი, ალექსისი.

"რეალ სოსიედადი"

არასატეს შეგირდები შეეცდებიან მიმინუმ ფრეს მიღწევას, რათა "ბარსელონას" შემდეგ კვირას უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში დაუპირისპირდნენ.

ბასკებმა გასული კვირის ბოლოს არასასიამოვნო მარცხი განიცადეს "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაშისას. გუნდს დაეხმარებიან ვეტერანები, იმანოლ აგირეჩე და ხაბი პრიეტო.

მოსალოდნელი სასტარტო შემადგენლობა: ბრავო, მარტინესი, ხოსე ანხელი, რუბენ პარდო, ანსოტეგი, ინიგო მარტინესი, ხაბი პრიეტო, გასტანაგა, აგირეჩე, გრიზმანი, სეფეროვიჩი.

მოსალოდნელი შედეგი

"ბარსელონას" ბოლოდროინდელი ფორმა საეჭვოა, მაგრამ "რეალ სოსიედადის" სახლში დასამარცხებლად გუნდს რესურსები უნდა ეყოს.

"ბარსელონა" 2 - 0 "რეალ სოსიედადი"

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.