ლუის სუარესი: "მესის თავისი თანაგუნდელებისაგან მხარდაჭერა სჟირდება"

ლუის სუარესი: "მესის თავისი თანაგუნდელებისაგან მხარდაჭერა სჟირდება"

კატალონიის "ბარსელონასა" და მილანის "ინტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა ლუის სუარესმა კომენტარი გააკეთა კატალონიური კლუბის თავდამსხმელი ლიონელ მესის ჩატარებულ ბოლო მატჩზე, იტყობინება ესპანური პრესა.

ლუის სუარესს მიაჩნია, რომ არგენტინელ ფეხბურთელს თავის კარიერაში ახლა რთული დრო უდგას.

"მესის ახლა რთული დრო უდგას და მას თანაგუნდელებისაგან მხარდაჭერა სჭირდება. იგი გუნდს ბევრ რთულ პერიოდში დაეხმარა და ამ დროისათვის მას სჭირდება დახმარება. მას ჰქონდა რამდენიმე ტრავმა და ამ დროს ფეხბურთელებისაგან გვერდში ამოდგომა სჭირდება, რათა მან თავისი ფორმა დაიბრუნოს. ეს არ არის ადვილი სკაითხი, რადგან ეს დამოკიდებულია ფსიქოლოგიურ საკითხებზე." - განაცხადა ლუის სუარსემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.