ლუის ენრიკე: "ვიდალს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდება"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ "ალავესთან" გამართული მატჩის (6:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც დაცვაში ჯდება და უკნიდან იბრძვის, ძალიან კარგად უნდა ითამაშო, რათა სასურველ მიზანს მიაღწიო. ჩვენ შევძელით და "ალავესი" გავტეხეთ, საწყისი წუთები შედარებით რთული აღმოჩნდა.
ჯერჯერობით გარკვეული არაფერია, ველოდებით სამედიცინო დასკვნას ვიდალის ტრავმაზე. დაზიანება ძალიან სერიოზული ჩანს, ალეიშს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდება. ეს იყო ძალიან ცუდი სიახლე ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, იგი მალე დაბრუნებას შეძლებს." - განაცხადა ლუის ენრიკემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]