"ბარსელონა" ფაბიან შერს უმიზნებს
როგორც ცნობილია, უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შვეიცარიული "ბაზელის" მცველი შესაძლოა, კატალონიური გრანდის შემადგენლობას შეუერთდეს.
Mundo Deportivo-ს თანახმად, კლუბის სპორტულ დირექტორ ანდონი სუბისარეტას შესაძლო ფეხბურთელთა შეძენის სიას ახალი მოთამაშე დაემატა.
მოგეხსენებათ, უკვე დიდი ხანია, რაც "ბარსელონას" ხელმძღვანელობა კარლეს პუიოლის შემცვლელის ძიებაშია, რომელიც ტრავმებმა ძალიან გააწამა. თუმცა, ჯერ-ჯერობით არცერთი ტრანსფერი არ შემდგარა. თავდაპირველად, "ბარსა" ფრანგული "პარი სენ ჟერმენიდან" ბრაზილიელი ტიაგო სილვას, ხოლო დორტმუნდის "ბორუსიადან" გერმანელი მატს ჰუმელსის გადაბირებას ცდილობდა.
ცნობილი გახდა, რომ "ბლაუგრანა" ახლა უკვე ფაბიან შერის შეძენითაც ინტერესდება, რომელიც ამჟამად შვეიცარიული "ბაზელის" ღირსებას იცავს.
შეგახსენებთ, ალტერნატიულ ვარიანტებად ასევე ითვლებიან აიმერიკა ლაპორტე ბილბაოს "ატლეტიკიდან" და ინიგო მარტინესი "რეალ სოსიედადიდან".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]