პედრომ „ბარსელონაში“ 250-ე მატჩი ჩაატარა
პედრო როდრიგესის დებიუტი "ბარსელონაში" 2008 წლის 12 იანვარს შედგა, ესპანეთის ჩემპიონატის საშინაო მატჩში "მურსიას" წინააღმდეგ. ახალგაზრდა ესპანელმა მატჩის მსვლელობისას სამუელ ეტო'ო შეცვალა. 6 წლის შემდეგ, "ბლაუგრანას" აღზრდილმა კლუბში 250-ე მატჩი ჩაატარა "სევილიას" წინააღმდეგ.
პედრომ შეძლო და დაუმტკიცა თავისი შესაძლებლობები გვარდიოლას, ვილანოვას და მარტინოს. ყველა მათგანი ეყრდნობოდა ფეხბურთელის სისწრაფეს და ტექნიკას, ასევე მისი საგოლე ალღოს ინტიქტს.
მნიშვნელოვანი გოლები
პედრომ სულ 89 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონი მისთვის მეშვიდეა "ბარსაში". თავისი პირველი გოლი მან 2009 წლის 16 აგვისტოს გაიტანა, ესპანეთის სუპერთასის პირველ მატჩში "ბილბაოს" წინააღმდეგ - ამ გოლით "ბარსელონამ" მატჩი მოიგო. 12 დღის შემდეგ, პედრომ გამარჯვების გოლი გაიტანა დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ, უეფას სუპერთასის მატჩში.
გარდა ამისა, პედრომ გადამწვყვეტი როლი ითამაშა 2009 წელს "ბარსელონას" გამარჯვებაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. მან "ესტუდიანტესის" წინააღმდეგ მატჩში ბოლო წუთებზე გაათანაბრა ანგარიში. თავდამსხმელს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გოლები აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე. მან გოლი გაუტანა მადრიდის "რეალს" "კამპ ნოუზე", რამაც "ბარსას" ფინალში გასვლის საშუალება მისცა. ფინალში, რომელიც გაიმართა "უემბლიზე", როდრიგესმა კვლავ მოახერხა "მანჩესტერ იუნაიტედის" კარის აღება.
რეგულარული გამტანი
პედროსთვის შესანიშნავი აღმოჩნდა 2009/10 სეზონი, როდესაც მან 23 გოლის გატანა მოახერხა, რამაც საშუალება მისცა მონაწილეობა მიეღო მსოფლიო ჩემპიონატზე. დელ ბოსკეს შესანიშნავ ფორმაში მყოფი პედრო უყურადღებოდ არ დაუტოვებია. მომდევნო სეზონში მან 22 გოლი გაიტანა. 2011/12 (13 გოლი) და 2012/13 (10 გოლი) სეზონები შედეგიანობით ნაკლებად ეფექტური იყო ესპანელისთვის.
ამ მომენტში, პედროს ანგარიშზე უკვე 16 გოლია 35 მატჩში. ამდენად, მან გადააჭარბა ბოლო ორი სეზონის შედეგს. გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში პედრომ თავისი პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა "ბარსელონას" შემადგენლობაში "რაიოს" წინააღმდეგ, რაც გაიმეროა "ხეტაფეს" წინააღმდეგ მატჩში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]