ალ-ხელაიფი: "პსჟ არ ცდილობს მესისა და რონალდუს შეძენას"
პსჟ-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფმა განაცხადა, რომ მისი კლუბი არ ცდილობს მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" ვარსკვლავების, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შეძენას, წერს ესპანური მედია.
ალ-ხელაიფის სიტყვებით, პორტუგალიელს და არგენტინელს თავად არ სურთ კლუბის შეცვლა.
"მესი და კრიშტიანუ თავიანთ კლუბებში კმაყოფილები არიან. მე "ბარსელონასა" და "რეალის" პრეზიდენტებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მე მათ პატივს ვცემ. თუ მე რომელიმე ფეხბურთელით დავინტერესდები ამ კლუბებიდან, მე პრეზიდენტს გავესაუბრები. მე პატივს ვცემ იმას, რომ მესი და რონალდუ ბედნიერები არიან თავიანთ კლუბებში." - განაცხადა პსჟ-ს პრეზიდენტმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]