ვალდესი „სიტისთან“ მოლაპარაკებების გასამართად მზადაა

ვალდესი „სიტისთან“ მოლაპარაკებების გასამართად მზადაა

"ბარსელონას" 32 წლის მეკარე ვიქტორ ვალდესი, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, "მანჩესტერ სიტის" ინტერესთა სფეროში მოექცა, იტყობინება El Mundo Deprtivo.

"სიტის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ჯო ჰარტს სრულად არ ენდობა, ამიტომ მას სურს, რომ მეკარის პოზიციაზე კონკურენცია გაიზარდოს. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალდესმა ხელი მოაწერა "მონაკოსთან" წინასწარ კონტრაქტს, თუმცა, საბოლოოდ, ფეხბურთელმა ტრანსფერზე უარი განაცხადა, რამაც ფრანგული კლუბის უკმაყოფილება გამოიწვია.

მიმდინარე სეზონში ვალდესმა ესპანეთის ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა და გაუშვა 13 გოლი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.