სუბისარეტა: "ბარსელონა" თამაშითაც და შედეგითაც დამარცხდა"

სუბისარეტა: "ბარსელონა" თამაშითაც და შედეგითაც დამარცხდა"

კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ აღიარა, რომ "ბარსელონა" გუშინდელ მატჩში "სოსიედადთან" (1:3) ყველა ასპექტში დამარცხდა. თუმცა სუბისარეტა აცხადებს, რომ გუნდს მატჩის შემობრუნება შეეძლო. იტყობინება, Marca.

"აუცილებლად უნდა მივულოცოთ "რეალ სოსიედადს", რადგან ჩვენ თამაშითაც და შედეგითაც დავმარცხდით მატჩში. თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენ მესამე გაშვებული გოლის შემდეგაც გვქონდა შანსი მეორე გოლის გატანის და ბრძოლაში დაბრუნების. შესაძლებელია ვისაუბროთ სამართლიანობაზე და უსამართლობაზე, მაგრამ მარცხი მიღებულია. ჩვენ "რეალს" სამი ქულით ჩამოვრჩებით და ეს ძალიან ცუდი სიახლეა." - განაცხადა, სუბისარეტამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.