რაკიტიჩის აგენტი: "სევილიასთან" კონრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ"
ესპანური "სევილიას" ხორვატ ნახევარმცველის ივან რაკიტიჩის ძმას და ამავდროულად აგენტს დაიან რაკიტიჩს შესაძლებლად მიაჩნია, რომ ფეხბურთელმა მომავალი სეზონიდან კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.
"ჭორები ტურინის "იუვენტუსისა" და კატალონიის "ბარსელონას" ინტერესზე? ჩვენ მოლაპარაკებებს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე "სევილიასთან ვაწარმოებთ, თუმცა შეთანმებული ესპანურ კლუბთან არ ვართ." - განაცხადა რაკიტიჩის ძმამ.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და "სევილიას" ნახევარმცველს ივან რაკიტიჩს კონტრაქტი ესპანურ კლუბთან 2015 წლის ზაფხულში ეწურება.
შეგახსენებთ, რომ ხორვატმა ფეხბურთელმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში "სევილიას" მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, 10 გოლის გატანა შეძლო და თავის ანგარიშზე 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]