პიკემ, შესაძლოა, "სიტისთან" მატჩი გამოტოვოს

პიკემ, შესაძლოა, "სიტისთან" მატჩი გამოტოვოს

კატალონიის "ბარსელონას" 27 წლის ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ, შესაძლოა, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მეორე მატჩი "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამოტოვოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გამოცდილმა ესპანელმა მცველმა ტრავმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 25-ე ტურის მატჩში (3-1) მიიღო სადაც ერთმანეთს "რეალ სოსიედადი" და კატალონიის "ბარსელონა" უპირისირდებოდნენ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პიკეს ფორმაში ჩასადგომად ორი კვირა დასჭირდება.

კატალონიური კლუბის სამედიცინო წევრები და სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ 27 წლის მცველი ინგლისური კლუბის წინააღმდეგ მზად იყოს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" შორის დაპირისპირება 12 მარტს კატალონიაში "ნოუ კამპზე" გაიმართება, მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.