აბიდალი: „მესი ბოლო 50 წლის საუკეთესო ფეხბურთელია“
"ბარსელონას" ყოფილი მარცხენა მცველი ერიკ აბიდალი კატალონიური გუნდის ლიდერზე, ლიონელ მესიზე საუბრობს და მას საუკეთესო ფეხბურთელად ასახელებს.
"მესი ბოლო 50 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. გარდა ამისა, ის შესანიშნავი პიროვნებაა. ლეო მორიდებული, ნამდვილი ჩემპიონი და სამაგალითო ადამიანია.
ვიცი, რომ "ბარსელონაში" ჩემთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. ამ კლუბში მომავალში მუშაობა მინდა.
ვიქტორ ვალდესი? მას ხშირად ვესაუბრები და "მონაკოში" გადმოსვლის რეკომენდაციას ვაძლევ. ის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს იმსახურებს. ვნახოთ, რა მოხდება." - აცხადებს ერიკ აბიდალი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]