ბოიანი, შესაძლოა, „ლივერპულში“ გადავიდეს

ბოიანი, შესაძლოა, „ლივერპულში“ გადავიდეს

"ბარსელონას" თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი, რომელიც ამჟამად არენდის წესების თანახმად "აიაქსში" ასპარეზობს, შესაძლოა, "ლივერპულში" გადავიდეს.

ესპანელი თავდამსხმელის მომსახურებით დაინტერესებულია "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი ბერნდან როჯერსი. ბოლო დროს, ინგლისური გუნდის სკაუტები უკვე არაერთხელ აკვირდებოდნენ ნიჭიერ თავდამსხმელს. "წითლების" მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ მისი კლუბი ბოიანის შეძენას 5 მილიონ ევროდ შეძლებს.

მიმდინარე სეზონში ბოიანმა "აიაქსის" შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 3 გოლი. აღსანიშნავია, რომ მანამდე ბოიანი "რომასა" და "მილანში" გამოდიოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.