18 კაციანი განაცხადი „სევილიასთან“ მატჩისთვის

18 კაციანი განაცხადი „სევილიასთან“ მატჩისთვის

ხერარდო მარტინომ დაასახელა ის 18 ფეხბურთელი, რომლებიც "სევილიასთან" მატჩისთვის გუნდის განაცხადში მოხვდნენ. რაც შეეხება ცვლილებებს, მატჩს გამოტოვებენ ხორდი ალბა და ხავიერ მასკერანო. განაცხადს მიღმა დარჩნენ აფელაი და კუენკა.

გუნდმა ბოლო ვარჯიში დღეს დილით გამართა. ნეიმარი განცალკევებით ვარჯიშობდა, რომელიც აგრძელებს გამოჯანმრთელებას ტრავმის შემდეგ. გუნდი სევილიაში კვირას დილით გაფრინდება, "სანჩეს პისხუანზე" გასამართი მატჩისთვის.

გუნდის განაცხადი "სევილიასთან" მატჩისთვის: ვალდესი, პინტო, მონტოია, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, პედრო, ინიესტა, ალექსისი, მესი, ბარტრა, ბუსკეტსი, სონგი, ტელიო, ადრიანო, ალვესი და სერხი რობერტო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.