ტატა მარტინოს პრესკონფერენცია
"ანოეტაზე" დაფიქსირებული შედეგი ზეწოლას გაზრდის "ალმერიასთან" გასამართ შეხვედრაში. ცუდი კვირა იყო. ყოველი ცუდი შედეგის შემდეგ ასე ხდება"- განაცხადა მარტინომ. მწვრთნელის თქმით, კრიტიკისა და ქების განსჯა მისი საქმე არ არის.
ყველაფრის მიუხედავად, მარტინო დარწმუნებულია გუნდის შესაძლებლობებში: "ჩემპიონობა ჯერ კიდევ შეგვიძლია, მაგრამ ყველა დარჩენილი მატჩი უნდა მოვიგოთ და თუ კარგად ვითამაშებთ, ჩვენი შანსი გაიზრდება. მთელი გუნდი, სამწვრთნელო შტაბისა და მოთამაშეების ჩათვლით, თვითკრიტიკულია და ამიტომ დაწრმუნებული ვარ, რომ კარგ რეაქციას ვიხილავთ."
ტატამ ასევე ისაუბრა ფეხბურთელთა პოზიტიურ განცხადებებზე: "მოთამაშეთა სიტყვები მათი მუშაობის სინთეზია. გუნდი ძალიან სოლიდურია."
მწვრთნელის თქმით, ფეხბურთელებმა უნდა იფიქრონ არა მადრიდულ დაპირისპირებაზე, არამედ "ალმერიასთან" გასამართ შეხვედრაზე: "თუ ჩვენს საქმეს შევასრულებთ და გავიმარჯვებთ, მაშინ ჩვენთვის ნებისმიერი შედეგი იქნება ხელსაყრელი."
მარტინოს აზრით, გუნდს სამივე ტურნირის მოგების კარგი შანსი აქვს. მისი თქმით, ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია. "მარტი მოვიდა და ჩვენთვის მთავარია ის, რომ სამივე ტურნირის მოგება შეგვიძლია. გუნდური თამაში ინდივიდუალურს ეხმარება"- განაცხადა ტატამ.
პრესკონფერენციის ბოლოს არგენტინელმა გულშემატკივრებზე გააკეთა კომენტარი: "არ მომწონს, როდესაც საზოგადოებას რამეს ვთხოვ. გულშემატკივრებს სტადიონზე მოსვლის მიზეზი უნდა მივცეთ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]