მასკერანო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს

მასკერანო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს

"ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, 29 წლის ცენტრალურმა მცველმა ხავიერ მასკერანომ რამდენიმე კლუბის შეთავაზება მიიღო, იტყობინება El Mundo Deportivo.

თუმცა, ფეხბურთელზე მთავარ პრეტენდენტად "ნაპოლი" რჩება. მაგრამ არგენტინელი მოთამაშე არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას. ის საკუთარ მომავალს მხოლოდ მომავალი სეზონის დასაწყისამდე გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ ხავიერმა უკვე მიმართა კატალონიელთა ხელმძღვანელობას კლუბიდან წასვლის სურვილით. მიმდინარე სეზონში მასკერანომ ესპანეთის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.