მასკერანო, შესაძლოა, ერთ-ერთ ჩინურ კლუბში გადავიდეს
"ბარსელონას" მცველმა, ხავიერ მასკერანომ, შესაძლოა, კარიერა ჩინეთში გააგრძელოს, იტყობინება AS.
არგენტინელის მომსახურებით რამდენიმე ჩინური კლუბია დაინტერესებული, ტრანსფერი კი, შესაძლოა, უკვე ზამთრის უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე შედგეს.
ამავე დროს, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობას არ სურს, რომ მასკერანომ "ბარსელონა" დატოვოს, თუმცა მზად არიან სამხრეთამერიკელის შემცვლელის ძიების დასაწყებად.
მიმდინარე სეზონში 32 წლის ფეხბურთელმა პრიმერაში 4 მატჩი ჩაატარა და შედეგიანი ქმედებებით ვერ გამოიჩინა თავი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]