პიკე: "ჩემი თავი "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტზე ვერ წარმომიდგენია"
კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ იგი კატალონიური კლუბის ერთგული მუდამ იქნება.
პიკე იმედოვნებს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" ერთად ის კიდევ ბევრ ტიტულს მოიგებს.
"მე კატალონიურ კლუბთან ძალიან დაკავშირებული პირი ვარ. როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავდიოდი, ვიცოდი, რომ "ბარსელონაში" დავბრუნდებოდი. თუ მე კარიერის ბოლომდე ამ კლუბში დავრჩები, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იქნება და არ უნდა გაგვიკვირდეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კარიერა აქ დავასრულო. რაც შეეხება "ბარსელონას" პრეზიდენტობას, ჩემი თავი კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტის" პოზტზე ვერ წარმომიდგენია." - განაცხადა ხერარდ პიკემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]