კანი: "ტერ შტეგენს დრო სჭირდება"
მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ოლივერ კანმა თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა "ბარსელონას" გოლკიპერზე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე.
"ტერ შტეგენის პრობლემა - მისი ასაკი. ის ძალიან ახალგაზრდაა და გადავიდა გრანდში, რომელიც სავსეა ვარსკვლავებით. "ბარსელონა" საფეხბურთო დისნეილენდია, ტერ შტეგენმა კი ადაპტაცია უნდა გაიაროს. მე მას ვურჩევ თავდაუზოგავად მუშაობასა და მოთმინების გამოჩენას. მარკს არაერთხელ დავკივრვებივარ ვარჯიშებზე და შემიძლია ვთქვა, რომ ის განსაკუთრებული მეკარეა. ვფიქრობ, მას აქვს სათანადო თვისებები იმისათვის, რომ "ბარსელონაში" წარმატებებს მიაღწიოს. ტერ შტეგენს მხოლოდ დრო სჭირდება." - აცხადებს კანი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]