დღეს საღამოს პუიოლი განცხადებას გააკეთებს

დღეს საღამოს პუიოლი განცხადებას გააკეთებს

დღეს, ადგილობრივი დროით 16 საათზე (თბილისის დროით 19 საათზე), "ბარსელონას" კაპიტანი კარლეს პუიოლი პრესკონფერენციას გამართავს და განცხადებას გააკეთებს. ამ ინფორმაციას "ბარსას" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, პუიოლი პრესკონფერენციაზე დაადასტურებს, რომ სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს. გარდა ამისა, ეროვნულ ნაკრებში მის მომავალზეც ისაუბრებს.

პრესკონფერენციის პირდაპირ ტრანსლაციას, ინგლისური თარგმანით, "ბარსელონას" ოფიციალური საიტი შემოგთავაზებთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.