დეულოფეო: "ჩემი ოცნება "ბარსელონას" შეტევის ხაზში ადგილის დამკვიდრებაა"

დეულოფეო: "ჩემი ოცნება "ბარსელონას" შეტევის ხაზში ადგილის დამკვიდრებაა"

კატალონიის "ბარსელონას" შემტევმა ნახევარმცველმა, ხერარდ დეულოფეომ, რომელიც ამჟამად არენდის წესით "ევერტონშის" რიგრბში გამოდის განაცხადა, რომ მისი მიზანი არენდიდან "ბარსელონაში" მალე დაბრუნებაა.

"მე ყოველდღე ვმუშაობ იმისათვის, რომ მიმდინარე სეზონის მიწურულს კატალონიის "ბარსელონაში" დავბრუნდე და მომავალი სეზონი იქ გავატარო. ალბათ "ბლაუგრანას" ყველა მატჩი იხილეთ და ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან წარმატებული სეზონი გველის.

ჩემი ოცნებაა, რომ კატალონიის "ბარსელონას" შეტევის ხაზში ადგილი დავიმკვიდრო. ამისათვის საჭიროა, პრემიერ ლიგაში განვვითარდე და პროგრესი განვიცადო.

გასულ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მე "ევერტონს" შევუთანხმდი და აქ არენდის წესით გადმოვბარგდი, რასაც არ ვნანობ. აქ მე ვყალიბდები, როგორც ფეხბურთელი და პიროვნება.

ალბათ "ბარსელონაში" ჩემი არ სჯერათ, რაც ნორმალურია. მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ და მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდებს იშვიათად ენდობა." - განაცხადა ხერარდ დეულოფეუმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.