დეულოფეუ: "ჩემი მომავალი ბუნდოვანია, მაგრამ არ მსურს "ბარსელონას" პატიმარი ვიყო"
"ევერტონის" ვინგერი, ჟერარ დეულოფეუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არენდის წესებით "მილანში" გადავიდა, თუმცა "ბარსელონას" მისი გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება აქვს. 23 წლის ფეხბურთელი თავის მომავალზე საუბრობს.
"მე არენდის წესებით "მილანში" ვთამაშობ, მაგრამ უკვე თავს კლუბის ნაწილად ვთვლი. აქ ვარ, რათა რაც შეიძლება მეტი ვითამაშო. ჩემი მომავალი ბუნდოვანია, მაგრამ არ მსურს "ბარსელონას" პატიმარი ვიყო.
მე ვამაყობ, რომ იქ ვითამაშე, მაგრამ ყურადღებას მხოლოდ იმაზე ვამახვილებ, თუ რასაც ვაკეთებ. არ შემიძლია მთელი ცხოვრება იმ აზრით ვიცხოვრო, რომ სამუდამოდ "ბარსელონას" ვუკავშირდები." - განაცხადა დეულოფეუმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]