ალვესი: "სკოლარის დამსახურებით, ბრაზილიას ძველებურად აფასებენ"
კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელმა მცველმა, დანიელ ალვესმა, საქებარი სიტყვები არ დაიშურა, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, ლუიშ ფელიპე სკოლარის მისამართით. იტყობინება, სამხრეთამერიკული პრესა.
"ბარსელონას" ფეხბურთელი აცხადებს, რომ სკოლარი საკუთარ ვალდებულებებს შესანიშნავად უმკლავდება.
"სკოლარი ჩვენ დაგვეხმარა, კვლავ მოგვეპოვებინა პატივისცემა მსოფლიო ფეხბურთის სამყაროში. დღესდღეობით ხალხს ბევრი რამ ესმის ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებზე და პატივისცემასაც იჩენენ. ეს არაფერია, რომ ჩვენ უკანასკნელი რამოდენიმე წელი დავკარგეთ. ხალხი სათადარიგოთა სკამს უყურებს და ხედავს მწვრთნელს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონია და ჭკვიანური იდეები აქვს. ვფიქრობ, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრები არამხოლოდ ძირითადი შემადგენლობით, არამედ სათადარიგო გუნდითაც ძლიერია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ყველას თანაბარი შანსი აქვს მოედანზე მოხვდეს." - განაცხადა, ალვესმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]