"ბარსელონა" მზად არის, ზაფხულში სონგზე და ალვესზე შემოთავაზებები განიხილოს

"ბარსელონა" მზად არის, ზაფხულში სონგზე და ალვესზე შემოთავაზებები განიხილოს

კატალონიის "ბარსელონა" მზად არის, ზაფხულში გუნდიდან კამერუნელი, ალექს სონგი და ბრაზილიელი, დანიელ ალვესი გაუშვას. იტყობინება, Marca.

ყველაზე რეალური, ალექს სონგის ტრანსფერია, რომელიც კლუბის მთავარი მწვრთნელის, ხერარდო მარტინოს გეგმებში აღარ შედის. რაც შეეხება, ბრაზილიელ ფეხბურთელს, მას კონტრაქტი შემდეგი წლის ზაფხულში ეწურება, "ბარსელონას" კი სურს ფეხბურთელს მაქსიმალურად პროდუქტიულად შეელიოს. ალვესის ტრანსფერს სხვა კლუბში ხელი შესაძლოა, მაღალმა ანაზღაურებამ და მისმა ასაკმა შეუშალოს.

როგორც უკვე ცნობილია, სონგის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი", ხოლო ალვესის მიმართ, "ფიორენტინა" იჩენს. 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.