"ბარსელონა" ზაფხულში 4-5 ფეხბურთელის შეძენას აპირებს

"ბარსელონა" ზაფხულში 4-5 ფეხბურთელის შეძენას აპირებს

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მომავალ ზაფხულში კლუბში დიდ ცვლილებებს გეგმავს, სავარაუდოდ კლუბი 4 ან 5 ფეხბურთელს გაიფორმებს. იტყობინება, Catalunya Radio.

ამავდროულად, "ბარსელონამ" შესაძლოა 1 ან 2 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გაუშვას. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბი მზად არის ალექს სონგზე და დანი ალვესზე შემოთავაზებები განიხილოს. კლუბი შესაძლოა დატოვოს, ხავიერ მასკერანომაც, რომელსაც "ნაპოლიში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. დიდი ალბათობით "ლურჯ-ბროწეულისფრები" ზაფხულში ორ მცველს შეიძენენ, საუბარია ცენტრალურ და მარჯვენა მცველზე. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.