"რეალი" - "ბარსელონა". მატჩს კლოს გომესი განსჯის
მსაჯთა კომიტეტმა ოფიციალურად გამოაცხადა არბიტრის ვინაობა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის 2013/2014 სეზონის 29-ე ტურის მატჩში, "რეალი" - "ბარსელონას" დაპირისპირებას განსჯის. საუბარია 41 წლის არბიტრზე - კლოს გომესზე. იტყობინება, AS.
გომესმა აქამდე კლასიკო ორჯერ განსაჯა: ესპანეთის 2012 წლის სუპერთასის პირველი მატჩი, სადაც "ბარსელონამ" (3:2) გაიმარჯვა, ასევე გასულ წელს ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალი (1:1).
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "რეალმა" არაერთხელ გაასაჩივრა კლოს გომესის ქმედებები. 2013 წლის დეკემბერში "ოსასუნასთან" (2:2) დაპირისპირებაში, მან სერხიო რამოსი გააძევა. მოგვიანებით კი მცველის წითელი ბარათი, სადისციპლინო კომიტეტმა გააუქმა.
"რეალი" - "ბარსელონას" დაპირისპირება 2014 წლის 23 მარტს გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]