„არსენალს“ სანიას შემცვლელად დანი ალვესი სურს
სეზონის ბოლოს კლუბიდან წასვლა დაადასტურა გუნდის კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა. თუმცა, "ბარსელონამ" დაცვის ხაზში, შესაძლოა, კიდევ ერთი ფეხბურთელი დაკარგოს.
როგორც Express იტყობინება, "არსენალი" თვალს ადევნებს დანი ალვესს. ლონდონელები ბრაზილიელს განიხილავენ ბაქარი სანიას შემცვლელად, თუ იგი "მეთოფეების" დატოვებას გადაწყვეტს.
"არსენალი" არ არის ერთადერთი კლუბი, სადაც შეიძლება დანი ალვესი გადავიდეს. Sport Mediaset ცნობით, "ბარსელონა" მას "ფიორენტინას" შესთავაზებს, რათა ჩართული იქნეს ხუან კუადრადოს ტრანსფერში.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელს "ბარსელონასთან" მიმდინარე კონტრაქტი 2015 წელს ეწურება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]