ინიესტას მეუღლეს მუცელი მოეშალა
კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ანდრეს ინიეტა, დღეს გასამართ მატჩს ("რეალ ვალიადოლიდი" - "ბარსელონა") ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო გამოტოვებს. ინიესტას მეუღლეს, რომელიც ფეხმძიმედ იყო, მუცელი მოეშალა, იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ "რეალ ვალიადოლიდი" - "ბარსელონა" დღეს, 8 მარტს "ხოსე სორილაზე" გაიმართება, მატჩი სტარტს თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ანდრეს ინიესტამ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში 24 მატჩი (აქედან 17 სასტარტო შემადგენლობაში) ჩაატარა, ერთი გოლის (პენალტი) გატანა შეძლო და მან თავის ანგარიშზე ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]