ფრანჩესკო კოკო: „კარგი იქნება, თუ პუიოლი „მილანში“ გადავა“

ფრანჩესკო კოკო: „კარგი იქნება, თუ პუიოლი „მილანში“ გადავა“

იტალიელმა მცველმა ფრანჩესკო კოკომ, რომელიც "მილანსა" და "ბარსელონაში" თამაშობდა, განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ კარლეს პუიოლი "მილანში" გადავა.

"ვიცი, რომ პუიოლს ყოველთვის ესიმპათიურებოდა "მილანი". ძალიან კარგი იქნება, თუ ის იტალიურ კლუბში გადავა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეეძლებათ მისგან ბევრი ისწავლონ და მოედანზე ის დიდ სარგებელს მოიტანს." - აცხადებს ფრანჩესკო კოკო.

კარლესმა "ბარსელონადან" წასვლა მიმდინარე სეზონის ბოლოს გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მან მრავალი ტრავმებით განმარტა, რაც ფეხბურთელს ხელს უშლიდა გუნდის მატჩებში მონაწილეობის მიღებაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.