მასკერანო, შესაძლოა, ზაფხულში „ნაპოლიში“ გადავიდეს

მასკერანო, შესაძლოა, ზაფხულში „ნაპოლიში“ გადავიდეს

"ბარსელონას" მცველმა ხავიერ მასკერანომ, შესაძლოა, კარიერა იტალიურ კლუბში გააგრძელოს, იტყობინება ესპანური პრესა.

"ბარსელონა" ზაფხულში სერიოზულად გეგმავს შემადგენლობის გაძლიერებას, მათ რიცხვში შედის დაცვაც, ამიტომ შესაძლებელია, რომ მასკერანოს ადგილი განახლებულ გუნდში აღარ მოიძებნოს. ტრანსფერზე გავლენა შეიძლება მოახდინოს იმ ფაქტმა, რომ "ნაპოლიში" მთავარ მწვრთნელად მუშაობს რაფაელ ბენიტესი, რომლის ხელმძღვანელობით არგენტინელი "ლივერპულში" თამაშობდა.

მიმდინარე სეზონში მასკერანომ ესპანეთის ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა. ხავიერი "ბარსელონაში" 2010 წლიდან ასპარეზობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.