მარტინო: "მე უკვე ვიცი, თუ როგორ ვითამაშებთ "ბერნაბეუზე"
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა სპეციალისტმა, ხერარდო მარტინომ, "ოსასუნას" (7:0) განადგურების შემდეგ აღიარა, რომ უკვე გააჩნია გეგმა, რომლითაც ლა ლიგის 29-ე ტურში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითამაშებს.
"მე უკვე ვიცი, თუ როგორ ვითამაშებთ "სანტიაგო ბერნაბეუზე". ასევე თითქმის ვიცი სასტარტო შემადგენლობა "რეალის" წინააღმდეგ. ჩვენი თავდაჯერებული გამარჯვება "ოსასუნას" წინააღმდეგ მატჩში, ჩემს გეგმებს არ შეცვლის მომავალ დაპირისპირებაზე მადრიდში." - განაცხადა, მარტინომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4 5
კომენტარები [ 83 ]