რამოსი: „ბარსელონა“ მხოლოდ ლიონელ მესი არაა“

რამოსი: „ბარსელონა“ მხოლოდ ლიონელ მესი არაა“

მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა მომავალ "ელ კლასიკოზე" ისაუბრა. მან დიდებული სიტყვებით მოიხსენია "ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა.

"ბარსელონას" შემადგენლობიდან მე ინიესტასთან ერთად ერთ გუნდში ვისურვებდი თამაშს. "ბარსა" მხოლოდ ლიონელ მესი არაა. ინიესტასთან ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ კატალონიელებთან მატჩის დროს." - განაცხადა სერხიო რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" და "რეალი" ერთმანეთს ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის ფარგლებში დაუპირისპირდებიან. მატჩი გაიმართება 23 მარტს, 23:55 საათზე (თბილისის დროით).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 27 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.