რამოსი: ”ესპანეთის ნაკრებს გაუმართალა, რადგან შემადგენლობაში ჰყავს ინიესტა”
მადრიდის ”რეალის” მცველმა, სერხიო რამოსმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა ესპანეთის ნაკრებში თავისი პარტნიორის - ანდრეს ინიესტას მიმართ, გადმოვცემს marca.
რამოსის სიტყვებით ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ძალიან გაუმართლა, რადგან შემადგენლობაში ასეთი დონის ოსტატი ჰყავს.
”მე ძალიან მიყვარს ინიესტა, რადგან უკვე დიდი ხანია ნაკრებში ერთად ვთამაშობთ. ყოველ ჯერზე, როცა მას ვხედავ მახსენდება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის ის მომენტი, როცა მან გოლი გაიტანა და ყველა მას გავეკიდეთ. ესპანეთის ნაკრებისთვის დიდი პლიუსი და გამართლებაა ის, რომ შემადგენლობაში ასეთი დონის ფეხბურთელი ჰყავს” - განაცხადა რამოსმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]