დღეს მესიმ, შესაძლოა, სანჩესისა და დი სტეფანოს შედეგი გააუმჯობესოს
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, დღევანდელ "ელ კლასიკოში", შესაძლოა, ორი რეკორდი გააუმჯობესოს, რომლებიც "რეალის" ფეხბურთელებს ეკუთვნით.
პირველ რიგში, არგენტინელმა შეიძლება გადაასწროს "თეთრების" ლეგენდარულ თავდამსხმელს, უგო სანჩესს, პრიმერაში გატანილი გოლების რაოდენობით. ამჟამად, მესის გატანილი აქვს 233 ბურთი, მექსიკელს კი, რომელიც ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-2 ადგილს იკავებს, 234.
მესის ასევე აქვს შესაძლებლობა დაამხოს ალფრედო დი სტეფანოს რეკორდი "კლასიკოში" გატანილი გოლების რაოდენობით. ამჟამად, ორივე ფეხბურთელს ასეთ თამაშებში გატანილი აქვს 18 გოლი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]