მესი: „აქცენტი მომავალზე უნდა გავაკეთოთ“
"ელ კლასიკოს" გმირი ლიონელ მესი მადრიდში 3 ქულის აღებით, რა თქმა უნდა, კმაყოფილია და აცხადებს, რომ კატალონიელებს მომავალზე ფიქრი მართებთ.
"ჩვენი გუნდი ასეთ მნიშვნელოვან თამაშებში ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.
ეს გამარჯვება, ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გულშემატკივრებისთვის და ჩვენთვის შესანიშნავი თამაში გამოვიდა. მიღწეულზე არ უნდა შევჩერდეთ, მომხდარი უნდა დავივიწყოთ და აქცენტი მომავალზე გავაკეთოთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოვიგეთ. სწორედ ეს გვსურდა. პირველ ადგილთან ძალიან ახლოს ვართ. უნდა შევეცადოთ და სეზონი უშეცდომოდ ჩავამთავროთ." - განაცხადა "კლასიკოში" 3 გოლის გამტანმა მესიმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4
კომენტარები [ 61 ]