უგო სანჩესი: „ჩემთვის პატივია, რომ მესიმ გადამისწრო“
მადრიდის "რეალის" ლეგენდარული მექსიკელი თავდამსხმელის, უგო სანჩესის თქმით, მისთვის პატივია, რომ ლა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მესიმ გადაუსწრო.
"ელ კლასიკოში" ჰეთ თრიქის შესრულების შემდეგ, ლიონელ მესის ლა ლიგაში 236 გოლი დაუგროვდა და ის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა. მე-3 პოზიციაზე მყოფი უგო სანჩესის ანგარიშზე კი 234 გოლია.
"ჩემთვის პატივია, რომ პრიმერას ბომბარდირთა დავაში ისეთმა ფეხბურთელმა გადამისწრო, როგორიც ლიონელ მესია." - აცხადებს უგო სანჩესი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]