რომარიო: „ნეიმარი ჩემზე მეტს მიაღწევს“

რომარიო: „ნეიმარი ჩემზე მეტს მიაღწევს“

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა რომარიო მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე ფეხბურთში იმაზე მეტს მიაღწევს, ვიდრე თავად მან მიაღწია.

"არა მხოლოდ ნეიმარს, ყველა ფეხბურთელს აქვს ჩავარდნა და აღმასვლა. მას ასეთ რჩევას მივცემ: საკითხს ისე მიუდექი, როგორც საჭიროა და პირადი პრობლემები ყოველთვის მოედანს მიღმა დატოვე.

ახლა, ნეიმარი მესისთან ერთად თამაშობს და მისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლია. ჩემი ეპოქის მესი თავად ვიყავი და ჩემგან მაგალითის აღება ბევრ ფეხბურთელს სურდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ნეიმარი კარიერაში იმაზე გაცილებით მეტს მიაღწევს, ვიდრე მე და ბრაზილიელ გულშემატკივარს კიდევ არაერთხელ გაახარებს." - აცხადებს რომარიო, რომელმაც, 1993-95 წლებში, "ბარსელონას" მაისურით, 65 თამაში ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.