კრუიფი: „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ჩემთან დაახლოებას ცდილობდა“
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, მწვრთნელი და საპატიო პრეზიდენტი იოჰან კრუიფი ადასტურებს, რომ კატალონიური კლუბის ახალ ხელმძღვანელობას მასთან დაკავშირების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ შეხვედრა, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა.
როგორც იცით, სანდრო როსელის გაპრეზიდენტების შემდეგ, კლუბსა და კრუიფს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. მას შემდეგ, რაც როსელი გადადგა და მის ნაცვლად პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართოეუ გახდა, კატალონიელებმა ლეგენდარულ ჰოლანდიელთან შერიგება სცადეს.
"კლუბის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ჩემთან დაახლოება სცადა, მაგრამ შეხვედრა ვერ მოხერხდა, რადგან გამუდმებით ვმოგზაურობდი. თუ მათ მსგავსი მცდელობა კიდევ ექნებათ, ვნახოთ, რა გამოვა. საინტერესოა, რა ხერხებით სურთ მათ ამის გაკეთება. გარკვეული იდეები მეც მაქვს." - განაცხადა იოჰან კრუიფმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]