ლუის ენრიკე „კამპ ნოუზე“ ბრუნდება
ლუის ენრიკე, უდავოდ, "კამპ ნოუს" ყურადღების ცენტრში იქნება "ბარსელონასა" და "სელტას" შორის მატჩში, რომელიც გაიმართება დღეს. "სელტას" მიმდინარე მწვრთნელი "კამპ ნოუს" სტადიონზე 10 წლის შემდეგ დაბრუნდება. ლუის ენრიკემ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემადგენლობაში ბოლო მატჩი 2004 წლის 16 მაისს, "რასინგის" (1-0) წინააღმდეგ ჩაატარა.
ასტურიელი "ბარსაში" 1996 წლიდან 2004 წლამდე გამოდიოდა. 8 წლის განმავლობაში მან გუნდში 300 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, გაიტანა 109 გოლი და მოიგო 7 ტიტული: 1 თასების მფლობელთა თასი, 1 ევროპის სუპერ თასი, 2 ლა ლიგის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი.
ბარსელონა, რომი და ვიგო
საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან ოთხი წლის შემდეგ, ლუის ენრიკე მსოფლიო ფეხბურთში დაბრუნდა, მაგრამ უკვე მწვრთნელის როლში. მისი პირველი გუნდი ამ სფეროში გახდა "ბარსა ბ". ის ამ გუნდში 2008 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა, როგორც გვარდიოლას მემკივდრე.
ამის შემდეგ, ლუის ენრიკემ სამწვრთნელო კარიერა იტალიაში განაგრძო. მან "რომას" ერთი სეზონი უხელმძღვანელა, ვიდრე "სელტას" მწვრთნელი გახდებოდა. ამჟამად, "სელტა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება და 6 ქულით აღემატება გასავარდნ ზონას.
[media=http://www.youtube.com/watch?v=FqYEKUW5LOw]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 23 ]