ოფიციალურად: ვალდესს მუხლზე ოპერაცია ჭირდება
ვიქტორ ვალდესმა, "სელტასთან" გამართულ მატჩში, მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და მას ოპერაციის გაკეთება მოუწევს. ეს ინფორმაციას "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა.
"სელტასთან" მატჩის 22-ე წუთზე, ვალდესმა მარჯვენა ფეხი უხერხულად დადგა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, მუხლის ჯვარედინა მყესები გაიწყვიტა. მკურნალობის დროის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, მაგრამ დაზიანების სირთულის გათვალისწინებთ, მიმდინარე სეზონში ვიქტორ ვალდესის მოედანზე გამოჩენა გამორიცხულია.
მოგეხსენებათ, ზაფხულში, ვალდესი "ბარსელონას" ტოვებს. ეს ნიშნავს, რომ 32 წლის მეკარემ მშობლიური გუნდის მაისურით ბოლო თამაში ჩაატარა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]