ვალდესს ოპერაცია ორშაბათს ჩაუტარდება
კლუბის სამედიცინო მომსახურების განცხადებით, ვიქტორ ვალდესს მუხლზე ოპერაცია აუსბურგში, გერმანიაში, ორშაბათს, 31 მარტს ჩაუტარდება. ქირურგები, რომლებიც ოპერაციას ჩაატარებენ ულრიხ ბოუნიში და რიკარდ პრუნა არიან.
ვალდესმა ტრავმა პრიმერას 30-ე ტურის, "სელტას" წინააღმდეგ მატჩში მიიღო. მატჩის 22-წუთზე, აუგუსტო ფერნანდესის საჯარიმო დარტყმის მოგერიების შემდეგ, ვალდესმა მოედანზე მარჯვენა ფეხი უხერხულად დადგა. დაზიანების გამო ვიქტორმა თამაშში მონაწილეობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ოპერაციის შემდეგ, "ბარსელონა" სამედიცინო ანგარიშს გამოაქვეყნებს ოპერაციის შედეგებით.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 26 ]